saqarTvelos mdinareebi - Wiauriswyali
ტერიტორიული ერთეულები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
სათავე | კახეთის ქედი |
შესართავი | იორი |
სიგრძე | 18.4 კმ |
აუზის ფართობი | 73.6 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1.62 მ³/წმ |
მდინარე საქართველოში, თიანეთის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს მდინარე ივრის მარცხენა შენაკადს. სიგრძე 18,4 კმ, აუზის ფართობი 73,6 კმ². სათავე აქვს კახეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1815 მ სიმაღლეზე. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,62 მ³/წმ.